127-ე საჯარო
სკოლა
ზაზა სამადაშვილი-სპორტი -06-06-2016წ.
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ხელბურთი-ბურთის ფლობის
ტექნიკა. VII-ა კლასი.
·
ხელბურთის ისტორიის მოკლე მიმოხილვა.
·
მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის და
სხეულის სრულყოფისათვის აუცილებელი ვარჯიშები.
·
ტოლერანტობა
(უნარშეზღუდულების, საპირისპირო სქესის, სხვადასხვა ასაკის,
ეროვნების, რელიგიის და
სხვათა მიმართ):
·
ძირითადი სპორტული თამაშის წესები: პატიოსანი თამაშის
წესები (ეგრეთ წოდებული FAIR_PLAY):
|
სწავლების საფეხური
|
მოსწავლეები
VII-კლასში არიან(საბაზო საფეხური):
|
მოსწავლეთა პროფილი
|
·
კლასში 25 მოსწავლე ირიცხება.
განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები (შეზღუდული შესაძლებლობის, სასწავლო პროგრამაში
ჩამორჩენილი ბავშვები, რომლებისთვისაც სწავლების ჩვეულებრივი ტემპი
მიუღებელია) არ არიან.
|
გაკვეთილის მიზნები და
შედეგები
|
·
127-ე საჯარო სკოლაში ხელბურთის
პოპულარიზაცია და განვითარება:
·
სკოლაში ცხოვრების
ჯანსაღი წესის დამკვიდრება:
შედეგები:
·
ბურთის
გადაცემის შესწავლა
და მისი სრულყოფის
ვარჯიშები:
·
ბურთის ტარების
შესწავლა და მისი სრულყოფის ვარჯიშები:
·
კარში
ბურთის ტყორცნის
შესწავლა და მისი
სრულყოფის ვარჯიშები:
|
წინაწარი ცოდნა
|
ბურთის
ფლობის ტექნიკურ ხერხებს
სწავლობენ შემდეგი თანმიმდევრობით:
I.
ბურთის დაჭერა
II.
ბურთის გადაცემა
III.
ბურთის ტარება
IV.
ბურთის ტყორცნა კარში
|
შეფასების საგანი და
პროცედურები
|
ყველა
სახის ბურთის გადაცემის
შესწავლას იწყებენ ჩვენებისა და
ახსნის შემდეგ. გადაცემის
პარალერულად ისწავლება ბურთის
დაჭერის ყველა ხერხი.
ვარჯიში I.
ü მოთამაშეები დგანან წყვილებში კოლონად,(კოლონაში 6-6 მოსწავლე) 9 მეტრიანი საჯარიმოს წინ
ორიენტირებული
კარებზე-ერთმანეთისგან დაშორებით 4 მეტრით: ბურთს გადასცემენ ერთი ხელით ჯერ
ნაბიჯებში(ერთ ნაბიჯში ორ და სამ ნაბიჯში-შემდეგ იგივე ნახტომში ) შეტევა
კარებზე იმიტირების სახით. ბურთის გადაცემის შემდეგ მოსწავლეები კოლონის ზურგში
დგებიან (სირბილით)
შესაძლებელია სათამაშო მოედნის ორივე მხარეს
კოლონებად მოწყობა-ორიენტირებული კარებზე.
ვარჯიში II.
ü მოთამაშები დგანან 3-მეულებში 9 მეტრიან
საჯარიმოსთან-კარებზე ორიენტირებული-შეტევა და გადაცემა-3 პასიური მცველის
წინააღმდეგ, რომლებიც დაცვაში მხოლოდ გადაადგილდებიან ბუთის შეტევის მხარეს-1 წუთში მეტი შეტევა და
გადაცემა(სამოძრაო უნარ-ჩვევების გამომუშავება-მხოლოდ სირბილით -ხტომების
გარეშე)
შესაძლებელია სათამაშო
მოედნის ორივე მხარეს 3-მეულებში
მოწყობა 3 პასიური
მცველის წინააღმდეგ.
ვარჯიში III .
ü ორ გუნდად გაყოფა(თითოეულ გუნდში 6-6 მოსწავლე)
პამპულობანა ,ბურთის გადაცემის სახით, უჯარიმოდ,
ბურთის
ჩაჭრით, 2 წუთში მეტი გადაცემა.-წაგებული გუნდი 5 აზიდვა
იატაკიდან .
ვარჯიში I.
ü ბურთის გადატანა მეკარის პასით 2X1-ზე ტყორცნით
(ბურთის დაგდების გარეშე)
ვარჯიში II.
ü გადასვლა მეკარის პასით 2X2-ზე (ბურთის
დაგდებით) კარებში
ტყორცნით
ვარჯიში III.
ü გადასვლა
მეკარის პასით 3X2 -ზე(ბურთის დაგდების გარეშე)კარებში ტყორცნით
ვარჯიში IV.
გადასვლა მეკარის პასით 3X3-ზე(ბურთის დაგდებით) და ბურთის
ტყორცნით კარებში.
|
No comments:
Post a Comment