1. პროექტის სახელი: ბურთის ფლობის ტექნიკა ხელბურთში
2. პროექტის მოკლე აღწერა: ხელბურთი
3. პროექტის სრული აღწერა: ბურთის ფლობის ტექნიკა (ბურთის
გადაცემები, ტყორცნა კარებში) მოსწავლეებს გავყოფ 3 ჯგუფად.
4. პირველ ჯგუფს დავავალებ, რომ უფროსების დახმარებით მოიძიონ ინფორმაცია:
I-ხელბურთის ისტორია (სპორტის ამ სახეობის გაცნობა
ზოგადად):
II-ხელბურთის თამაშის ძირითადი წესები:
III-ხელბურთის მოედანი და ინვენტარი (ბურთი, კარები, მოედნის პარამეტრი):
IV-ხელბურთის მოედნის სათამაშო ზონები:
,მეორე ჯგუფს დაევალება წარმოადგინონ ინსცენირება:
I-თამაშის
ტექნიკური ხერხები დაცვის დროს
დაცვაში თამაშის ტექნიკა იყოფა ორ ძირითად ნაწილად: I.-გადაადგილების ტექნიკა: II-ბურთის დაუფლებისა და საწინააღმდეგო
მოქმედების ტექნიკა.
ü
გადაადგილების
ტექნიკაში შედის: დგომი, სიარული,
სირბილი, ხტომი, შეჩერება, შემობრუნება:
ბურთის დაუფლებისა და საწინააღმდეგო
მოქმედების ტექნიკაში შედის:
ბურთის ჩაჭრა, ბლოკირება,
ბურთის მოხსნა თავდამსხმელის ხელიდან:
II-ხელბურთის
ტექნიკა თავდასხმაში:
ხელბურთის თამაშის ტექნიკა
თავდასხმაში შეიცავს: სიარულს,
სირბილს,ხტომას,შეჩერებას და ბრუნს.
ეს ყველაფერი სრულდება როგორც
ბურთით ისე უბურთოდ. ცალკე უნდა გამოვყოთ ბურთის ფლობის ტექნიკა, რომელიც შეიცავს:
-ბურთის დაჭერას, ტარებას, გადაცემასა და
კარში ტყორცნას.
.მესამე ჯგუფი წარმოადგენს -ვიდეო და სლაიდ გამოსახულებას
აღნიშნულ მასალასთან დაკავშირებით.
5. მონაწილეთა ასაკი -11-12 წლის მოსწვლეები
6. ხანგრძლივობა:-14 დღე
7.პროექტის შესაძლო აქტივობები:პროექტის ირგვლივ საჭირო ინფორმაციის მოძიება და გამოყენება. ინტერნეტში მუშაობა.
8.მოსალოდნელი
შედეგები: - სპორტულ აქტივობებში დამოუკიდებლობის
გამოვლენის ხელშეწყობა:
I-სპეციალური ფიზიკური მომზადებისა
და შესაძლებობების განვითარება:
II-თვითკონტროლისა და უსაფრთხოების
წესების დაცვა.
III არჩეულ სპორტის სახეობასი
მოსწავლის მომზადების შესაბამისი სპეციფიკის განსაზღვრა. ტექნიკისა და ტაქტიკის
სრულყოფა:
IV-სპორტულ აქტივობებში
დამოუკიდებელი და შემოქმედებიტი მიდგომის სტიმულირება გაკვეთილზე და გაკვეთილის
შემდეგ. მოსწავლეების ფსიქო-სოციალური მომზადება.
V-გუნდური
მოქმედება,თანამშრომლობა,დისკუსია, ინფორმაციის მოძიება.
7.
სამუშაო ენა:ქართული ენა
9.სარგებელი სხვებისათვის:დაწყებითი კლასებისთვის ანუ სხვა მოსწავლეებს გაუჩნდეთ სურვილი ისტის საშუალებით უფრო საინტერესო და ეფექტური იყოს სწავლება.
10.საგნებთან/ერ.გეგმასთან კავშირი:ქართული,ხელოვნება.
11.პროექტის ავტორი: ზაზა სამადაშვილი
12.ავტორის ელ ფოსტა:zorbeki20@gmail.com
13.პროექტის ბლოგი:www.xelburteltaklubiimedi.blogspot.com
No comments:
Post a Comment